ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:13, 15.10.2022

ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 13 წლის ლაზარე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და უკვე მეორე დღეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატს აღარ საჭიროებს.

გლდანის მაჟორიტარის, კოტე ზარნაძის განცხადებით, რომელიც დაშავებული ბავშვის ოჯახის ახლობელია, ლაზარეს მომხდარი არ ახსოვს.

მსგავსი