უკვე ერთი საათია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებას გომელაურთან კითხვები ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს. ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამ, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. ამ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას ვახტანგ გომელაური იკავებდა.
ხატია ჯამალაშვილი აშუქებს თემას და პირდაპირ ეთერში განაგრძობს.