ვახტანგ ახობაძე დღეს მატჩ რევანშს გამართავს

დღეს, 20:00 საათზე ბათუმში სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი ბექბოსუნ ტოქტოსუნის მატჩ რევანში გაიმართება. მთავარი დაპირისპირების გარდა, ერთმანეთის პირისპირ ხუთი ქვეყნის ათი მსოფლიო ჩემპიონი წარდგება.

ბათუმში მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირზე სპორტსმენები საქართველოდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ. შეხვედრები ხუთრაუნდიანი იქნება, გამარჯვების მოსაპოვებლად კი სამი რაუნდის მოგება იქნება საჭირო.