„ვახოს თასის“ გათამაშება დასრულდა

გლდანის საფეხბურთო კომპლექსში „ვახოს თასის“ გათამაშება დასრულდა. მთავარი ჯილდოსთვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 80-მდე გუნდი იბრძოდა. ვახო ჩარკვიანი „საბურთალოსა“ და „დინამოს“ აკადემიების აღზრდილი ფეხბურთელი იყო, რომელსაც სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში. ის 2021 წელს კორონავირუსით გარდაიცვალა.