ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში

იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიცია იმარჯვებს. როგორც „სიენენი“ წერს, ამ პერიოდისთვის დათვლილია ხმების 63 პროცენტი. მემარჯვენე კოალიციას კი ამომრჩევლების 45-მა პროცენტმა მისცა ხმა. კოალიციიდან, რომელშიც სამი პარტიაა გაერთიანებული, ყველაზე მეტი ხმა, 26 პროცენტი პარტია „იტალიის ძმებს“ აქვთ, რომელსაც ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონი თავმჯდომარეობს, 9 პროცენტი მატეო სალვინის პარტიამ აიღო, ხოლო 8 პროცენტი სილვიო ბერლუსკონის პარტიამ „წინ იტალია“.

როგორც მედია წერს, საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება. წინასწარი შედეგებით, მემარჯვენე კოალიციის შემდეგ, ყველაზე მეტი ხმა, 26 პროცენტი მემარცხენე-ცენტრისტულმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ აიღო, ხოლო ყოფილი პრემიერის, ჯუზეპე კონტის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა.