უზენაესი სასამართლოს პლენუმი და გამოხმაურებები 

უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ. პლენუმის სხდომა ამ წუთებში იმართება. არჩევის მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვაა.

არჩევასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს წინ „ლელოს“ წევრებმა განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, პროცესი კონსტიტუციის დარღვევით მიმდინარეობს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებული ჩიხიდან გამოსავალი სასამართლო სისტემის სრული განახლება არის. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი გახდება.

 

დატოვე კომენტარი