უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა
კამათი იყო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მოუსმინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ დავით მამისეიშვილს. გიორგი გახარიას გუნდსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიზეზი კანდიდატის მოსმენის დრო იყო. ოპოზიციამ კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის გამოყოფილი 15 წუთი გააპროტესტა. მათი კითხვები კანდიდატის წარსულ საქმიანობას და მის მიერ გამოტანილ განაჩენებს ეხებოდა.