უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ფასადურს უწოდებენ. ჯანეზაშვილმა და დოლიძემ საბჭოს შენობასთან უზენაესი სასამართლოს შენობის პლაკატი მიიტანეს.

მათი განცხადებით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ ეს კონკურსი იყო ფასადური და არაფერი აქვს საერთო სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნის მცდელობასთან. მათ მედიასა და მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ დაეხმარონ ფასადური სასამართლო სისტემის დანგრევაში.