ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. იმსჯელეს 2024 წელს აღნიშნული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უწყების 60-მდე წარმომადგენელმა. საბჭოს მომდევნო სხდომა 2025 წელს გაიმართება.