უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი. მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები თურქეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაციის „ზღვის მცველი“ ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.

თურქეთი უკვე მეორე სახელმწიფოა, რომელმაც მზაობა გამოთქვა, ნატო-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი, მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით.