უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

12:22, 03.09.2025
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. განიხილეს და მოისმინეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, საჯარო სამსახურში მომუშავე პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე კომისიის მიერ არსებითი სახის დარღვევები არ გამოვლენილა. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 
 

მსგავსი