უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება

უწყებათაშორისი კომისია ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას მთავრობას წარუდგენს. გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. დოკუმენტში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები. ასევე სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვადასხვა უწყების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას. დამტკიცების შემდეგ, ეროვნული სტრატეგია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება.