უვადო მოსამართლეების საკითხი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები მნიშვნელოვანია და დღეს შედგა კიდეც შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებები მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საგარეო ურთიერთობებს აზიანებს.