უვადო მოსამართლეების არჩევა და გამოხმაურება

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ნინო ლომჯარიას სარჩელი საკონსტიტუციო სასმართლოში უკვე დარეგისტრირდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რადგან უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ფარულია, საბჭოს წევრის მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება არ ხდება და კანდიდატს გასაჩივრების უფლება არ აქვს.

სახალხო დამცველის განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი  ვენეციის კომისიისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ეუთო/ოდირი) დასკვნებს ეფუძნება.