უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ მიტანილი იერიშების შემდეგ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მწვავდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიევს შანტაჟში ადანაშაულებს, მიზეზად კი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე ოფიციალური ბუდაპეშტის უარყოფით პოზიციას ასახელებს. უნგრეთის ხელისუფლება საპასუხო ზომებით იმუქრება. მწვავეა სლოვაკეთის პოზიციაც, რომელიც ნავთობს რუსეთისგან ამავე მილსადენით იღებს. ბრატისლავაში აცხადებენ, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავენ და საკითხს ბრიუსელშიც დააყენებენ. უკრაინის დარტყმების შემდეგ ნავთობსადენი „დრუჟბა“ ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.