უთანხმოება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე

15:17, 27.12.2024

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უთანხმოებაა. პარტიის თავმჯდომარემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე სალომე ზურაბიშვილს ფორმალურად რამდენიმე დღე დარჩა. მისივე თქმით, ეს საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა.

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად თვლის და მათაც მიაჩნიათ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ შეწყალება შეიძლება იყოს მხოლოდ ფორმალური აქტი, რადგან სააკაშვილზე არის სხვა საქმეების განხილვაც, რომლის ფარგლებშიც ის საპატიმროში რჩება.

მსგავსი