უთანხმოება კიევსა და ვაშინგტონს შორის
მზარდია ამერიკა-უკრაინას შორის დაძაბულობა.
დონალდ ტრამპის რიტორიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ სულ უფრო მკაცრდება. აშშ-ის პირველი პირი უკრაინის პრეზიდენტს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სოლიდური თანხების მიღებაზე მიუთითებს და ამ კონტექსტში მასში ომის დასრულების სურვილს ვერ ხედავს.
დარღვეულია ენერგეტიკული ზავიც – რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშებს არ წყვეტს, იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. ოფიციალური კიევი ვაშინგტონის მხრიდან დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებზე მიუთითებს, უკრაინის ხელისუფლების უკმაყოფილების და პროტესტის მთავარი მიზეზი რუსულ დიზელზე ტრამპის მიერ სანქციების დროებით მოხსნაა. ამ ფონზე აშშ დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის გაიმართოს.
ვლადიმერ პუტინის ინიციატივას კიევის უკმაყოფილება მოჰყვა.