უშიშროების საბჭოს სხდომა გაერო-ში

გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ ვასილი ნებენზიამ ნიუ იორკში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი იცავს ატომურ ელექტროსადგურს, მათ შორის შესაძლო ტერაქტებისგან. მანამდე ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოითხოვა.

უკრაინელები აცხადებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს, საიდანაც ცეცხლს უხსნის უკრაინულ ქალაქებს, რადგან იციან, რომ უკრაინა საპასუხო იერიშს ამ ადგილას არ განახორციელებს. კიევი სადგურიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვს.