USAID-ის წარმომადგენლის გამოხმაურება
როგორც ცნობილია, გამოკითხული პირები თბილისში USAID-ის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. ამასთან, სუს-ის ცნობით, სერბეთის გამოკითხული მოქალაქეები ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები არიან. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დღეს საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა, თუმცა, დამატებით დეტალებზე ლიზა კოვაკს არ უსაუბრია.