„უსაფრთხოების ზონა“ რუსეთის საზღვრის გასწვრივ
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც უკრაინასთან სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. პუტინის თქმით, აღნიშნული ოპერაცია უკრაინის მიერ 2024-2025 წლებში კურსკის ოლქში განხორციელებული შეჭრის საპასუხოდ დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, მიზანი, მომავალში რუსეთის სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.