სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, უწყებაში ის საკუთარ გუნდთან ერთად მიდის და მათ შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. მდინარაძემ სიახლეები და ცვლილებებიც დააანონსა. კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. 85 კანონმდებელი იყო მომხრე და არცერთი წინააღმდეგი.