საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. საუბარი ასევე შეეხო 2026 წლის სექტემბერში ბაქოში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმს. შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა, საპასუხო ვიზიტით, საქართველოში მოიწვია.