4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების განხორციელების შესახებ სუს-ის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. უწყების ინფორმაციით, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც უნდა მომხდარიყო. აღნიშნული იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით საქართველოს მოქალაქემ შეიძინა, რომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სუს-ის განცხადებას არ ენდობიან. „გირჩის“ წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ რევოლუციონერებს ასეთი ტიპის ასაფეთქებლები არ სჭირდებათ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს სუს-ის დადგმული იყოს, თუმცა, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ფონზე, უწყების არც ამ მასალის ნამდვილობას გამორიცხავენ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დივერსიის მცდელობა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა, დაკავშირებული იყო ხელისუფლების დამხობის გეგმასთან.