სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. სუს-ი „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფზე სასტიკ თავდასხმას, რაზეც პასუხისგებაში არავინაა მიცემული, განიხილავს იმ დანაშაულებრივი გეგმის ნაწილად, რომლის მიზანიც ქვეყანაში ვითარების დაძაბვაა. ამ განცხადების მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას. სუს-ში მიიჩნევენ, რომ დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს, სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე, თუმცა არ არის დაკონკრეტებული იმ პირთა ვინაობა, ვინც შეიძლება გეგმავდეს ამას. ან აპირებს თუ არა უწყება პასუხისგებაში მისცეს კონკრეტული პირები – თათია ტაბეშაძე დეტალებით.