ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი შეაფასა. „არჩევნების დროს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ეს უნდა იყოს დაცული“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს და აღნიშნა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა „ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტებთან და „ეს ასეა დღესაც“.