უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის ევროკავშირის წევრებს ევროკომისიისგან განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. ვიქტორ ორბანის ინიციატივით, ქვეყნებმა თავად უნდა შეაფასონ, თუ რა თანხების გამოყოფა სურთ უკრაინისთვის და ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განახორციელონ. ინიციატივის ფარგლებში, უნგრეთი მზად არის, უკრაინისთვის 150-დან 170 მილიონამდე ევრო ბიუჯეტიდან გამოყოს, თუმცა ორბანი აღნიშნავს, რომ უკრაინას საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარების წინააღმდეგია, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს აღნიშნული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.