ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი, ეს არის ცუდი, საშიში და შეცდომა, – აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება. „დღეს ლონდონში ევროპელმა ლიდერებმა მშვიდობის არჩევის ნაცვლად, გადაწყვიტეს, რომ ომი უნდა გაგრძელდეს. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი. ეს არის შეცდომა. ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, – წერს ვიქტორ ორბანი.