უნგრეთი-საქართველო - ვიქტორ ორბანის განცხადება

უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის არშეთავაზებას მიუღებლად მიიჩნევს. „მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია. ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვიქტორ ორბანი „ტვიტერზე“ ასევე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“,- წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.