უნგრეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

21:20, 11.04.2026

199 მანდატი და 5 პარტია – უნგრეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ მთავარი კონკურენტები მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური პარტია „ტისა“ არიან. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 10 047 უბანი, საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეების დიდ აქტივობას ელოდება, დიდია ინტერესი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდანაც. კენჭისყრის პროცესს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებიც დააკვირდებიან.

მოქმედი მთავრობის მეთაური გარე ჩარევებზე საუბრობს, „ჩვენ წინაშე არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს უნგრეთის მთავრობას, ზელენსკი თუ მე. თუ იქნება მთავრობა, რომელიც უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.

 

მსგავსი