უკრაინულმა მხარემ დონეცკი დაბომბა

ომი უკრაინაში გრძელდება. უკრაინული ძალების მიერ დონეცკის ცენტრის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – „როიტერის“ცნობით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას.

შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ჯარებმა დონეცკის ცენტრალურ რაიონს სამი რაკეტა ესროლეს. მერმა ქალაქის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.