უკრაინულმა დრონებმა სარატოვს შეუტიეს
უკრაინამ რუსეთის ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია. ქალაქში საჰაერო განგაში, სულ მცირე, ორჯერ ჩაირთო. აფეთქებების შემდეგ ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური სიმძლავრე დაახლოებით ხუთი მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაა, რაც რუსეთში ნავთობის გადამუშავების მთლიანი მოცულობის ორ მთელ ორ მეათედ პროცენტს შეადგენს.
დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა „პროტონის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, როსტოვში, ქარხანა „ალმაზის“ მახლობლად მდებარე საწყობი დაიწვა. მანამდე უკრაინამ დრონებით კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც დაარტყა.