უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა ტამბოვის ოლქზე

15:18, 18.07.2026

ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორის მტკიცებით, ლოგისტიკურ ცენტრ Wildberries-ზე დრონების მოხვედრის შედეგად ღამის ცვლის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა, 24 ადამიანი კი დაშავდა. Wildberries-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღამით დრონებით თავდასხმა მოხდა კოტოვსკსა და მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში მდებარე კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებზე. კომპანიის ცნობით, ელექტროსტალში მდებარე საწყობში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ოლქის გუბერნატორიც ადასტურებს. მისი თქმით, ნოგინსკში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სამშობიარო სახლიდან ევაკუაცია განხორციელდა. იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნულ ცენტრებში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის განკუთვნილი კომპონენტები ინახებოდა.

 

მსგავსი