უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვზე 

ბოლო ორ წელში უკრაინის ყველაზე მასირებული შეტევა რუსეთზე.

მოსკოვში არაერთი ობიექტი დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა. მათ შორისაა მოსკოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლს ახლაც აქრობენ. საათების განმავლობაში შეჩერებული იყო დედაქალაქის ოთხივე აეროპორტის მუშაობა, შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობაც. არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩამოვარდა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმები დაფიქსირდა როსტოვის ოლქშიც. რუსეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ჩამოგდებულია 200-მდე უკრაინული დრონი. უკრაინა შეტევას კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმის პასუხად აცხადებს. მოსკოვი რეაგირებით იმუქრება. და ეს მაშინ, როცა საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე შეკრებილი ლიდერები რუსეთ-უკრაინის გაყინული მოლაპარაკებების განახლების გზებზე მსჯელობდნენ. ცეცხლის შესაწყვეტად და მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისაყვანად ზელენსკი რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ითხოვს. მოსკოვში ბოლო საათებში გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივას ამცირებს.