უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

„ორივე მხარეს აქვთ ლეგიტიმური შეშფოთებები, თუმცა ახლა დადგა დრო, რომ მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს“- ასე მიემართა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვედრის დაწყებამდე. თურქეთის ლიდერმა მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტილიყო. მისი თქმით, ომის გაგრძელება არავის ინტერესებშია და სამართლიან მშვიდობას არ ეყოლება წაგებულები. ერდოღანის სიტყვებით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე „პროგრესის მიღწევა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას დაუდებს საფუძველს“. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ დიალოგს.