უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 209-ე დღე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსი სამხედროების კონცენტრაციის ოთხ რაიონზე მიიტანეს იერიში. განადგურებულია 90 ოკუპანტი და მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა. ცნობას უკრაინის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. მდინარე დნეპრზე, დასახლება ნოვა კახოვკასთან უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ბარჟა ჩაძირეს, რომელზეც ოკუპანტების ტექნიკა და სამხედროები იმყოფებოდნენ. ამასთან, ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალები უკრაინის პოზიციების მიმართულებით იერიშს არ წყვეტდნენ, კერძოდ, განხორციელდა სამი საავიაციო და სამი სარაკეტო დარტყმა.