უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება - გამოხმაურება თბილისში

„დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებულები, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ძალიან არაკორექტულად იქცევა. დანილოვმა პოლონეთზეც ისაუბრა. განცხადება გააკეთა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებითაც. სომხეთი დღეს რუსეთის ფედერაციას მიმართავს, რომ დაეხმარონ შეიარაღებული ძალებით. თუმცა, მათ იქიდან გასულ კვირას ჯარები გაიყვანეს და ჩვენ ქვეყანაში გამოგზავნეს. გვესმის, რომ დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდეს“, – განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც იაპონიამ განაცხადა, რომ კურილის ოთხი კუნძულის მას ეკუთვნის, რუსეთმა იქ სამხედრო სწავლება დაიწყო. თუმცა, როგორც დანილოვი აღნიშნავს, სამხედროების რიცხვი იმ სექტორში მცირეა, რადგან რუსეთმა დიდი ნაწილი უკრაინისკენ მიმართა.