უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება
უკრაინას ომის ძლიერი პოზიციით დასრულებაში ხელს კორუფცია უშლის, – ეს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოზიციაა.
მიხაილო ფედოროვის განცხადებით, საუბარია არა ცალკეულ პირებზე ან მხოლოდ რომელიმე მაღალჩინოსანზე, არამედ ასობით ადამიანზე, რომლებიც წლების განმავლობაში მიეჩვივნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფულის შოვნას.
კითხვაზე, რატომ არ ასახელებს კორუმპირებულ პირთა ვინაობას, ფედოროვმა უპასუხა, რომ მოვა დრო და მათ სახელებს ყველა გაიგებს. მისი თქმით, სჯერა, რომ ეს ადამიანები დამარცხდებიან, რადგან საქმე ქვეყნის განვითარებისთვის ომს ეხება.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაციას, ფედეროვმა განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ზელენსკისთან კონტაქტი არ ჰქონია.