უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ პუტინისგან თანხმობა ამ დრომდე არ არის, – განცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არის სამხედრო ოპერაცია და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია. ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და ბლოკადის განხორციელება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. თუმცა, პროცესი არ ჩერდება და პარალელურად, სხვადასხვა გეგმა განიხილება. აღნიშნა საუბრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.