უკრაინის თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება - მსჯელობა რადაში

უკრაინის უმაღლესი რადა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვი გათავისუფლებას დღეს განიხილავს. რუსტემ უმეროვი კანდიდატურის განხილვა კი ხვალ იგეგმება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტმა დღეს უმეროვი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. რეზნიკოვის გადაყენების შემდეგ, თავდაცვის მინისტრად უმეროვის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის წინადადება პარლამენტს უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი დოკუმენტებს განიხილავს და დანიშვნის შესახებ დადგენილების პროექტს მოამზადებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტს პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.