უკრაინის შს მინისტრი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეს იძიებს. განიხილება ყველა ვერსია. მათ შორის გამოძიება შესაძლო დივერსიის მიმართულებითაც მუშაობს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 17 პირი, აქედან ოთხი ბავშვია. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირები.