უკრაინის შეიარაღების საკითხი

უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების სხდომა დაიწო. შეხვედრის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოუწოდა უკრაინისთვის გადასაცემი ტანკების რაოდენობაზე ნუ ივაჭრებენ. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა პრინციპული მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას, რათა რუსული ბოროტების შეჩერება მოხერხდეს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პირობა დადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ლოიდ ოსტინის თქმით, ახალა უკრაინის მხარდაჭერის შენელების დრო არა არის.