უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ საოკუპაციო ჯარებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ კი, ბავშვების იძულებით გადაყვანას გატაცების ნიშნები აქვს. ასეთი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა. სახლების ნგრევითა და მშობლების მკვლელობით, მოსკოვი უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე საფრთხის წინაშე აყენებს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. დიპლომატიური უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.