უკრაინის ქალაქი ლიმანი სრულად გათავისუფლებულია

ქალაქი ლიმანი რუსი ოკუპანტებისგან სრულად არის გათავისუფლებული, აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, დონბასში უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინის სხვა დასახლებული პუნქტებიც გათავისუფლდება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ლიმანის შემდეგ, უკრაინის არმია ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიას შეუტევს, შემდეგ კი ჯარებს შეეძლებათ სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბეჟნოესკენ გადაადგილდნენ. ზელენსკიმ მიმართვაში უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.