უკრაინის პრეზიდენტის საშობაო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა საშობაო მიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს უკვე მეორე განსხვავებული შობაა უკრაინისთვის ომის გამო, ხოლო ოჯახური ვახშამი შობის დროს აღარაა ისეთი, როგორიც იყო, რადგან ყველა არ იმყოფება საკუთარ სახლში ან საერთოდ აღარ აქვს სახლი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი ლოცულობენ ომის დასრულებისთვის და გამარჯვებისთვის და საბოლოოდ სიბნელე და ბოროტება დამარცხდება.