უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს პატიმრობა მიუსაჯეს

18:12, 25.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, ირინა მუდრას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 60-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო. მუდრა გათავისუფლებას 20 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შემთხვევაში შეძლებს.

შეგახსენებთ, ირინა მუდრას წინააღმდეგ გამოძიებას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა აწარმოებენ. უწყებების განცხადებით, საქმე მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო სქემას ეხება. გამოძიების ინფორმაციით, მუდრა იმ პირთა ჯგუფში შედიოდა, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზებაში იყვნენ ჩართული. საუბარია დაახლოებით 150 მილიონ გრივნაზე, ანუ დაახლოებით 3,3 მილიონ დოლარზე ნაღდი ფულის სახით.

მსგავსი