უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ევროპას

ევროპას კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა – უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე და ამით შეწყვიტონ რუსეთის ომის დაფინანსება. მისი თქმით, რუსი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე აქტიურდებიან. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსების რიგებში ისინი უკრაინელების მობილიზაციას ცდილობენ. ზელენსკიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.