უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

12:17, 31.01.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას განხილულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დანიამ მხარი დაუჭირა უკრაინის შავი ზღვის ინიციატივას და შეუერთდა პროგრამას „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელიც ღარიბ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს.

მსგავსი