უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს ყოველგვარ სისასტიკეზე, ყველა რაკეტაზე – ჩვენ ეს შეგვიძლია“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დღეისთვის თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი დეოკუპირებულია, რაც იყო უკრაინელი ჯარისკაცების უპრეცედენტო წარმატება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი დანებებაა და მხოლოდ ეს უზრუნველყოფს მათი სიცოცხლის შენარჩუნებას.