უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომდევნო კვირაში პარტნიორებისგან „კარგ ამბებს“ ელოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის ფედერაციისგან დასაცავად. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს, რომ ოფიციალურად, იურიდიულად გამყარებულად აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და ტერორიზმის სპონსორად.