მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ დანაშაულის კვალი დაფარონ. „ვფიქრობ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობა და ყველა, ვინც ამ ომის დაგეგმვაშია ჩართული, ვინც ბრძანება გასცა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა“, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰაბერ თურქთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა, როდესაც კიევში შესვლას შეეცადა. ისინი ბევრჯერ ეცადნენ. თუმცა ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით“ – აღნიშნა ზელენსკიმ.